Battlefield 2 -ის დაბადების დღე

დღეს ლეგენდარული Battlefield 2 -ის დაბადების დღეა! 
   უკვე 10 წელი გავიდა მის შემდეგ რაც ეს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო Multiplayer FPS(First-person shooter) გამოვიდა. კონკრეტულად 2005 წლის 24 ივნის ევროპაში გაეშვა და უამრავი მოთამაშის ფავორიტი თამაში გახდა.

თავის წინა მორბედ Battlefield 1942 -თან შედარებით ბევრად დაიხვეწა გრაფიკა, gameplay, multiplayer-ი; ხოლო 64 მოთამაშეებიან რუქებზე თანამედროვე იმ დროისთვის არსებული საბრძოლო ტექნიკა უფრო რეალურ შეგრძნებას იწვევდა და თავი მართლა ბრძოლის ველზე გეგონა სადაც ყველაფერი ისროდა დაწყებული არტილერიიდან, დამთავრებული ბომბდამშენებამდე.

Battlefield 2 -ის შემდეგ გამოსულ ამ სერიის თამაშებში საგრძნობლად დაიხვეწა გრაფიკა და multiplayer, მაგრამ ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ არცერთ მათგანში არ ყოფილა ისეთი ელვისებური და გაშმაგებული ბრძოლები როგორც Battlefield 2-ში. ასევე არცერთ მათგანში აღარ ყოფილა ავიაცია დომინანტი  (რაც რეალობასთან უფრო მიახლოვებულია): მართვადი TV რაკეტებით აღჭურვილი ვერტმფრენები რომელიც აჩრდილივით და მოულოდნელად თავს ესხმოდა მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკას და ამით ქვეითებს გზას უკვალავდა; ასევე 2 პილოტიანი თვითმფრინავები, რომლებიც გამანადგურებლის მხარდაჭერით და მისი მთავარი პილოტის ბომბებით, მეორე პილოტის ლაზერული დამიზნების რაკეტებითა სინქრონიზებული გუნდური თამაშით ხშირად გამარჯვების გარანტი იყო. ეს იყო რეალური ბრძოლის ველი სადაც თანამედროვე ტექნიკა ბატონობს.

მართვადი TV რაკეთებით აღჭურვილი ამერიკული მოიერიშე შვეულმფრენი AH-1Z
ორ პილოტიანი თვითმფრინავის მეორე პილოტი (Co-Pilot) მიზანში იჭერს მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკას

უამრავი სასიამოვნო სიახლე ვნახეთ Battlefield: Bad Company, Battlefield 3, Battlefield 4 -ის თამაშებში მაგრამ არცერთ მათგანში ვერ ნახავთ ისეთ Gameplay-ს როგორიც Battlefield-2 შია და ალბათ სწორედ ეს არის მისი მიზეზიც რომ მას დღემდე უამრავი მოთამაშე თამაშობს, იმის და მიუხედავად რომ EA-მ ოფიციალურად მისი მხარდაჭერა შეწყვიტა და მისი ალტერნატივა Battlefield Play 4 Free შემოგვთავაზა.

მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლეგენდარული და ბევრისთვის დღემდე საყვარელი Battlefield სერიის თამაშის დაბადების დღეს და იმედს ვიტოვებ რომ მომოვალში ვიხილავთ ესეთი ტიპის gameplay-ს, Battlefield -ის უახლეს Frostbite-ის ძრავზე, რაც საუკეთესო ნაზავი იქნება გეიმფლეის და გრაფიკისა.

Battlefield 2