Battlefield 2-ის კლასიკური რუქები Battlefield 4-ში

   DICE აპირებს Battlefield 4 -ში გადმოიტანოს კლასიკური Battlefield 2-ის რუქები . რათქმაუნდა ეს ყველაფერი ამ რუქების და ლეგენდერაული BF2-ის თავის დროზე დიდი პოპულარობიდან გამომდინარეობს. BF2 -ის რუქების განახლებას განიცდიან გრაფიკულად და უფრო მორგებულნი იქნებიან როგორც Battlefield 4 -ზე ასევე მის უახლეს Frostbite ძრავზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს Dragon Valley-ს ტესტირება, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ სწორედ ეს იქნება ის პირველი BF2-ის განახლებული რუქა BF4-ში; მომავლისთვის კი ეტაპობრივად სხვა ბევრისთვის საყვარელი BF2-ის რუქები დაემატება.

მოკლედ როგორც იტყვიან "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია".

იხილეთ რუქის გამოცდისას გადაღებული ვიდეო BF4-ში: