ანტი-ტერორისტული სავარჯიშოები ხალხმრავალ მეტროში

     წარმოიდგინეთ, რომ საღამოს სახლში მიმავალი ჩახვედით თბილისის რომელიმე მეტროსადგურში და ტურნიკეტთან მისულს ავტომატმომარჯვებული სპეცრაზმელი დაგხვდათ. რა თქმა უნდა გეზს იცვლით და მაშინვე იქაურაბას გაეცლებით (თუ ძალიან ცნობისმოყვარე არ ხართ:). ბუნებრივია ყველა ასე მოიქცევა არა მხოლოდ თბილისის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის მკვიდრი, გარდა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მოსახლეობა. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორაა "ჩასაფრებული" სპეცრაზმელი ტურნიკეტის უკან, მეტროს მგზავრი სამხრეთ კორეელი გოგონა კი არც იმჩნევს და თავისი გზით მიდის. დიახ, ის რაც თბილისისთვის უცნაური იქნებოდა და პანიკაც შეიძლებოდა რომ გამოეწვია, სეულში ჩვეულებრივი ამბავია.

პერიოდულად სამხრეთ კორეის სამხედროები და პოლიცია წვრთნებს დედაქალაქის მეტროშიც მართავს ხოლმე და მსგავს სცენებს იქაურები უკვე მიჩვეულნიც არიან. რაც მთავარია, წვრთენიბს გამო საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა არ ფერხდება - სპეცრაზმელები თავიანთ საქმეს აკეთებენ, მგზავრები კი თავისას და მგზავრობენ უდარდელად.
ანტი-ტერორისტული სავარჯიშო სპეცოპერაცია სეულში

ამათ ძალოვან სტრუქტურებს მეტროში ვარჯიში ისე უყვართ ალბათ Battlefield -ის თამაშისას სულ Metro Only სერვერებზე არიან ;)

მოთამაშეების პოტენციალი რეალურ არმიაში

     პარიზში მიმდინარე ინტერნეტ-ტექნოლოგიების კონფერენციაზე მეცნიერებმა დაასკვენს რომ მრავალი ონლაინ-თამაში, მიზნის მიღწევის სირთულის გათვალისწინებით, თითქმის არაფრით ჩამოუვარდება არმიაში სამსახურს და მასში ჩართული ადამიანები, ძალაუნებურად ერთიანდებიან სტრუქტურაში, რომელიც შეიარაღებულ ძალებში არსებული იერარქიის ასლია.

ასეთი დასკვნის საფუძველი მკვლევარებს ვიდეოთამაშ Halo 2 -ზე დაკვირვებამ მისცა. კომანია Microsoft -ის ორგანიზებულ ამ მასშტაბურ ექსპერიმენტის თამაშში 250 000 მოთამაშე მონაწილეობდა, მათი ამოცანა კი უცხოპლანეტელების კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულების გამჟღავნება და აღკვეთა იყო. 

დაშიფრული შეტყობინებების გაგება დამოუკიდებლად შეუძლებელი იყო და ამიტომ  მონაწილები გუნდებად და ქვედანაყოფებად ერთიანდებოდნენ, რათა კონკურენტებზე გაემარჯვათ. მეტ-ნაკლებად წარმატებული გუნდების თამაშის ტაქტიკისა და მეთოდების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მათთვის გამარჯვება რეგულარული არმიის მსგავსი სტრუქტურით მოქმედებას მოჰქონდა; ანუ ასეთ გუნდებში იერარქია მკაცრად იყო განსაზღვრული: თამაშის სტრატეგიას, მაღალი რანგის და გამოცდილი მოთამაშეები ანუ გენერლები ადგენდნენ, მითითებებს ქვედანაყოფის მეთაურები ლეიტენანტები იძლეოდნენ, ხოლო რიგითები  კონკრეტულ ამოცანას ისე ემორჩილებოდნენ და ასრულებდნენ როგორც მეთაურის ბრძანებას რეალურ არმიაში.

ამ ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ Gamer-ების გაერთიანება ეს არის დიდი ძალა რომელსაც დიდი თეორიული ცოდნა და პოტენციალი აქვს მომავლის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისათვის და რაც მთავარია ის რომ ძალა ერთობაშია!

აშშ-ს არმიის რეკლამა სპეციალურად Gamer-ებისთვის

Battlefield 4 -ის დამატებები უფასოდ

     სასიამოვნო სიახლეა, DICE-ის განცხადებით ყველა მომდევნო Battlefield 4-ის განახლება უფასო იქნება, როგორც Premium ასევე არა პრემიუმ მოთამაშეებისთვის. როგორც ჩანს Battlefield 5 -ზე მუშაობის დაწყების მიუხედავად DICE არ ივიწყებს Battlefield 4 -ს, აგძელებს მის დახვეწაზე და განახლებებზე ზრუნვას და თან ამ ყველაფრის უფასოდ შემოთავაზებას აპირებს. ასევე როგორც მათ განაცხადეს ამ უფასო დამატებებში შედის ჩვენს წინა სიახლეებში მითითებული განახლებული Battlefield 2-ის კლასიკური რუქები Battlefield 4 -ში და ღამის რუქების დამატებები.

ბევრი ჩვენგანისთვის სასიამოვნო სიახლე იყო განახლებები და დამატებები, მაგრამ არ მოგვწონდა და დიდ უკმაყოფილებას გამოვთქვამდით, რომ EA და DICE უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ ფასიანი თამაშების განახლებების შექმნას ვიდრე უკვე არსებული თამაშის დახვეწას და შეცდომების გამოსწორებას. ამიერიდან კი რადგან მომოვალი განახლებები უფასო იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოდ და დიდი იმედი გამოვთქვათ, რომ მათში ბევრ სიახლესთან ერთად ვიხილავთ, როგორც თამაშის შეცდომების(bug) გამოსწორებასაც ასევე ბევრ სიახლეს და მრავალფეროვნებას; რადგან თამაშის დეველოპერები, ამიერიდან ორიენტირებულები იქნებიან მომხმარებლების, ანუ ჩვენი მოთამაშეების კმაყოფილებაზე და კარგ შეფასებებზე და არა შემოსავლის მიღებაზე, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. 

Battlefield 5 - ანონსი

    Electronic Arts -მა უკვე  დაადასტურა, რომ მუშაობა დაწყებული აქვთ Battlefield 5 -ის შექმნაზე, რომლის გამოშვება და გაყიდვაში ჩაშვება 2016 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. თუ წინამორბედების გამოშვების თარიღების მიხედვით ვიმსჯელებთ, უახლესი Battlefield -ს სავარაუდოდ ოქტომბერში ვიხილავთ, რადგან BF3 და BF4 -იც სწორედ ამ თვეში გამოუშვეს.

EA-მ ასევე დაადასტურა რომ Battlefield 5 ისევ მილიტარისტული ტიპის თამაში იქნება და მასში არ იქნება Battlefield: Hardline -ის პოლიცია/მძარცველის ელემენტები. რაც შეეხება იმას თუ რამდენად სრულყოფილი იქნება ოქტომბერს გამოსული თამაში, ალბათ EA გაითვალისწინებს Battlefield 4-ის გამოშვებაზე დაშვებულ შეცდომებს და უამრავი მოთამაშეების იმედგაცრუებას და მხოლოდ მაშინ ჩაუშვებს თამაშს გაყიდვაში როცა იგი დახვეწილი და სრულფასოვანი იქნება.

ღამის რუკები


     თამაშში მეტი მრავალფეროვნებისთვის უკვე მიმდინარეობს Battlefield 4 -ის ღამის რუქების ტესტირება, რომლებიც ეტაპობრივად დაემატება განახლების სახით. ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალი ღამის რუქები ასევე უკვე არსებული რუქების ღამის ვერსიები, მაგალითად როგორიცაა Siege of Shanghai, Zavod 311, და Golmud Railway. ახალ რუქებს შორის ასევე იქნება მოთამაშეების შექმნილი, სპეციალური  რუქა რომლებიც მათი იდეების და სურვილების მიხედვით შეიქმნა.
                                    
როგორც ცნობილია ღამის რუქები გაჯერებული იქნება შთამბეჭდავი განათებებითა და ეფექტებით და რაღათქმაუნდა მასში საჭირო იქნება ღამისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ბრძოლის მეთოდების გამოყენება; ღამის და სითბური ხედვის მოწყობილობებს აქ სულ სხვა უპირატესობა და ეფექტურობა ექნებათ, ვიდე უბრალო დღის რუქებში.

იხილეთ თამაშის რამოდენიმე სურათი და ვიდეო ღამის რუქებიდან: