როგორ ვითამაშოთ Battlefield 4?


ხშირად ახალ მოთამაშეებს უჩნდებათ კითხვა: როგორ ვითამაშოთ Battlefield 4 ონლაინში?
ზუსტად ამ შეკითხვას ვუპასუხებ და დავწერ მოკლე ინსტრუქციას მათთვის ვინც ეხლა იწყებს Battlefield -ის ონლაინში თამაშს ან საერთოდ არასდროს უთამაშია ინტერნეტში სხვა მოთამაშეებთან ერთად.

1. პირველ რიგში გჭირდებათ Origin -ის კლიენტი, რაც წარმოადგენს Electronic Arts (ამ და არაერთი ცნობილი თამაშის გამომქვეყნებლის) მაღაზიას და სათამაშო კლიენტს მომხმარებლისთვის.
Origin -ის გადმოწერა შესაძლებელია მისი ოფიციალური საიტიდან: Origin.com
გადმოწერის შემდეგ საჭირა კლიენტის ინსტალაცია და შემდეგ კლიენტში რეგისტრაცია.

2. მეორე ნაბიჯი თამაშის ყიდვაა რაც თვითონ Origin -შივეა შესაძლებელია ევროებში, მაგრამ თუ გსურთ თამაშის ამერიკულ დოლარებში უფრო იაფად ყიდვა, შესაძლებელია თამაშის გასაღების (სერიული ნომერის) შეძენა ამაზონზე:Battlefield 4 [Online Game Code].
ამაზონზე თამაშის გასაღების შეძენის შემდეგ შესაძლებელია Origin-ში თამაშის დამატებაში შესვლა და ამაზონზე ნაყიდი თამაშის გასაღების ჩამატება, რის შემდეგაც Battlefield 4 ჩვეულებრივ დაემატება თქვენს თამაშების კოლექციას Origin-ში.

3. ბოლოს კი შევდივართ Battlelog-ზე რაც წარმოადგენს Battlefield -ის სერიის თამაშების სოციალურ ქსელს, სათამაშო სერვერის საძიებელ  და თამაშის გაშვების სისტემას. Battlelog -ზე შედისხართ სისტემაში იგივე ანგარიშით რაც Origin -ზე დაარეგისტრირეთ (1. ნაბიჯში) გადადიხართ Multiplayer -ზე, მონიშნავთ სასურველ სერვერს და უკავშირდებით (Join Server).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook -ის გვერდზე.

გისურვებთ გუნდურ თამაშს, ბევრ გამარჯვებას და წარმატებებს!